ფარდების თანამედროვე ბაზარზე არსებული ეს მოდური და ორიგინალური ნაწარმი პლისირებული ქსოვილისაგან დამზადებულ ქსოვილოვან ჟალუზს წარმოადგენს. პლისე ყველა თვალსაზრისით მოხერხებული და კომფორტულია - ამაში თავად დარწმუნდებით მის შემდეგ, როდესაც თქვენს სახლში სასიამოვნო ბინდი დაისადგურებს, რომელსაც ეს უნიკალური ნაწარმი ქმნის. რა სტილშიც არ უნდა შექმნათ თქვენი ინტერიერი, პლისე ჰარმონიულად ერწყმის მას და თქვენს სახლს გაალამაზებს.

ფარდა პლისე – მაღალი ხარისხის და საიმედოობის პროდუქტია. მისი გამოყენება მრავალი წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. ფარდა პლისესთვის პოლიესტერი გამოიყენება გაჟღენთვის 8 ხარისხით, რომელიც მტვრისა და მწერებისაგან იცავს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი მოვლა არ არის რთული – პროფილთან ერთად უბრალოდ თბილ წყალში (30°С) ავლებენ, წყალს ჩამოწურვას აცდიან და დაკეცილი სახით აშრობენ.